ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბიმ მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საწყობთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქდა, კითხვის ნიშნები 2014 წლიდან არსებობდა.
ქვეყნის პრემიერის თქმით, საწყობთან დაკავშირებით ფაქტებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ.
„გპირდებით, ეს კატასტროფა დაუსჯელი არ დარჩება. პასუხისმგებელი პირები აგებენ პასუხს“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში ხვალ გლოვის დღეა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 50 დაღუპულისა და 3 000 დაშავებულის შესახებ.