ლიბანის პრემიერი - ლიბანის მთავრობა მზად არის, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში შეიარაღებული ძალები განათავსოს
ლიბანის მთავრობა მზად არის, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში შეიარაღებული ძალები განათავსოს, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკათიმ განაცხადა.
ლიბანის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბეირუთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც მოწონებულია შეერთებული შტატების, რამდენიმე ევროპული და არაბული სახელმწიფოს მიერ და ასევე გაერო-ს 1701 რეზოლუციის განხორციელებას.
როგორც ნაჯიბ მიკათიმ აღნიშნა, ლიბანი სრულად უჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების შინაარსს და მას ლიბანის მთავრობის ოფიციალური პოზიცია უწოდა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი ბომბავს ლიბანის ქალაქებს: ალ-აბასიეს, ჰარუფს და ბედიასს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.