ლიბანის პრემიერი „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს რეგიონში არსებულ კონფლიქტში მონაწილეობა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს
ლიბანის პრემიერი პოლიტიკურ და სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს რეგიონში არსებულ კონფლიქტში მონაწილეობა, დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და არ შეუშალოს ხელი ლიბანის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას.
„ჰეზბოლა“, რომელსაც ზურგს ირანი უმაგრებს, ლიბანის მართვაში მნიშვნელოვნადაა ჩართული, ასევე სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია სამხედრო მოქმედებებში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.
ლიბანის პრემიერის, საად ჰარირის პარტნიორი კი საუდის არაბეთია, რომელიც ირანის მთავარი მოწინააღმდეგეა. სწორედ ეს ამწვავებს ვითარებას ლიბანის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ჰარირიმ 4 ნოემბერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო, თუმცა მისი გადაწყვეტილება ლიბანის პრეზიდენტმა არ აღიარა და ის დღემდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება.