ლიბანის პრემიერი - არსებითი დრო არის იმისთვის, რომ „ჰამასისა“ და ისრაელის ომი კონტროლიდან არ გამოვიდეს, გავლენა არ მოახდინოს ლიბანზე და უფრო ფართო რეგიონზე
ლიბანის პრემიერი - არსებითი დრო არის იმისთვის, რომ „ჰამასისა“ და ისრაელის ომი კონტროლიდან არ გამოვიდეს, გავლენა არ მოახდინოს ლიბანზე და უფრო ფართო რეგიონზე

არსებითი დრო არის იმისთვის, რომ „ჰამასისა“ და ისრაელის ომი კონტროლიდან არ გამოვიდეს, გავლენა არ მოახდინოს ლიბანზე და უფრო ფართო რეგიონზე, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიმ მიკატიმ განაცხადა.

ლიბანის მთავრობის ხელმძღვანელმა დაგმო ისრაელის დარტყმები ღაზის სექტორზე და სამხრეთ ლიბანზე.

„აუცილებელია ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის ხუთდღიანი შეწყვეტა, სადაც შეიძლება იყოს აქტიური საერთაშორისო მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის უზრუნველსაყოფად და მუდმივი ზავის, რეგიონული მშვიდობის პირობებზე შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.