ლიბანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი აცხადებს, რომ ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა.
მიკატიმ გააუქმა ვიზიტი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ზომები აგრესიის შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი.