ლიბანის მთავრობა - სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები
ლიბანის მთავრობა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობასა და აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ლიბანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ეწინააღმდეგება კაცობრიობის პრინციპებს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.