ლიბანის ხელისუფლებამ მინსკის მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვები დააწესა
ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, ლიბანის ხელისუფლებამ სხვა რიგი ქვეყნების შემდეგ, მინსკის მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვები დააწესა.
„ლიბანიდან ბელარუსის მიმართულებით თვითმფრინავის ბორტზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ვიზა, ან აქვთ ბელარუსში ხანგრძლივად ყოფნის ნებართვა“, – ნათქვამია ლიბანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს.
უწყებაში აგრეთვე აღნიშნეს, რომ ცოტა ხნის წინ ბეირუთიდან ბელარუსის მიმართულებით უამრავი ადამიანი გაემგზავრა, რომლებიც კონტრანბანდისტების დახმარებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას გეგმავენ.