ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 300 ადამიანი
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 300 ადამიანი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ.
მედიასაშუალება წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ დაახლოებით ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც პეიჯერები შეიძინა.
შეგახსენებთ, გუშინ ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა.
ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.