ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია 400-ზე მეტი პირი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყველა საავადმყოფოს მოუწოდა, გააუქმოს გეგმური ოპერაციები. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ექიმებს, მოემზადონ დაჭრილების მისაღებად.
ლიბანის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით დახურულია სკოლები.