ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, ხოლო 400 000-ზე მეტი სირიაში გადავიდა
ისრაელის მიერ ლიბანში საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შემდეგ, ქვეყნის შიგნით დაახლოებით, 1.2 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
ამის შესახებ ქვეყნის ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათგან 179 500 ადამიანი იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილ ცენტრებში.
გარდა ამისა, 400 000-ზე მეტი პირი იძულებული გახდა ლიბანიდან სირიაში გაქცეულიყო, მათ შორის 300 744 სირიის მოქალაქეა და 100 203 ლიბანის.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ინტენსიური თავდასხმების დაწყებიდან სამი კვირის განმავლობაში, ლიბანში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.