ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. თავდასხმის სამიზნე გახდა კირიათ შმონა, გალილეა და გოლანის მაღლობები.

ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების უმრავლესობა დაუსახლებელ ადგილებში დაეცა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ დანაყოფის, „აზიზის“ მეთაური მუჰამად ნიმაჰ ნასერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.