ლია გიგაური - ყველას ინტერესია, რომ მოზარდები როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, დაცული იყვნენ
ჩვენ მანდატურის მომზადების უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვთ. ამოსავალი წერტილი მოსწავლის უსაფრთხოების დაცვაა, – ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მანდატურის სამსახურის რეფორმის თემაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ რეფორმით მანდატურის სამსახური ძლიერდება და მისი ლეგიტიმაცია იზრდება.
“სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მანდატურის სამსახურის განვითარება დაიწყება. მთელი რიგი მიმართულებით მანდატურის სამსახური ძლიერდება და ლეგიტიმაცია იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მანდატური როგორც პრევენციულ ღონისძიებებში, ასევე იდენტიფიკაციის თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდება. რეაგირების მექანიზმი უფრო მკაფიოდ გაწერილი და შედეგზე ორიენტირებული იქნება. სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ თითოეული მოზარდი როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, დაცული იყოს. ცვლილებები სკოლაში პოლიციური რეჟიმის შეტანას არ გულისხმობს, პირიქით, თითოეული მოსწავლის ყველა მიმართულებით დაცვას გულისხმობს. ჩვენ მანდატურის მომზადების უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვთ. ამოსავალი წერტილი მოსწავლის უსაფრთხოების დაცვაა”, – აღნიშნა გიგაურმა.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.