„ლევანტე“ - საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად, თქვენ შექმენით ისტორია
„ლევანტე“ - საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად, თქვენ შექმენით ისტორია

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“ ევრო-2024-ზე გიორგი ქოჩორაშვილის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს ეხმაურება.

„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია“, – წერს „ლევანტე“ სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.