ლევან ვარშალომიძე - სირცხვილის კორიდორს მხოლოდ იმ პირებს მოვუწყობთ, ვინც გამყალბებელი იყო
ლევან ვარშალომიძე - სირცხვილის კორიდორს მხოლოდ იმ პირებს მოვუწყობთ, ვინც გამყალბებელი იყო

ბათუმის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში სირცხვილის კორიდორებს არა მოქალაქეებს, არამედ იმ ადამიანებს მოუწყობენ, რომლებიც არჩევნების შედეგების გაყალბებაში მონაწილეობდნენ.

„რაც დავაანონსეთ და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია, სირცხვილის კორიდორებს ვგულისხმობ, პროტესტი იქნება ყველა უბანზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირებს მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს, ვინც გამყალბებელი იყო“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურზე მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და „ყველას სირცხვილის კორიდორები მოუწყონ“.