ლევან ვარშალომიძე – მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში ყველას სირცხვილის კორიდორი მოვუწყოთ

18:14, 15.11.2020

არც ერთი პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში და არც ერთი თქვენგანი არ წახვიდეთ არჩევნებზე, – ასე მიმართა ლევან ვარშალომიძემ დღეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში კი მოვაწყოთ ისევ დიდი აქცია“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ

მსგავსი