ლევან ვარშალომიძე - მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში ყველას სირცხვილის კორიდორი მოვუწყოთ
არც ერთი პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში და არც ერთი თქვენგანი არ წახვიდეთ არჩევნებზე, – ასე მიმართა ლევან ვარშალომიძემ დღეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.
„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 22-ში კი მოვაწყოთ ისევ დიდი აქცია“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ