ლევან რატიანი - საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორსულისა და ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია. სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, სტაბილურია კლინიკაში მოთავსებული ორსულის მდგომარეობაც.
„ორსული ქალბატონის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. ტემპერატურული რეაქცია არ გააჩნია. განმეორებით ჩატარებულ კვლევებში არანაირი პათოლოგია არ ვლინდება. იმყოფება მეანისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა რატიანმა.