ლევან რატიანი - სამი მოზარდის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პირობებს შეესაბამება, ჩვენთან მოთავსებული ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობაც სტაბილურია
ლევან რატიანი - სამი მოზარდის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პირობებს შეესაბამება, ჩვენთან მოთავსებული ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობაც სტაბილურია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი კოვიდინფიცირებული მოზარდი პაციენტის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პირობებს შეესაბამება, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე სტაბილურია აღნიშნულ კლინიკაში გადაყვანილი ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობაც.

„რაც შეეხება სამ მოზარდ პაციენტს, მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს, არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ არის. ასევე ყველა მედპერსონალი, რომელიც ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშეა ამ ეტაპზე და ბოლო 24 საათია, არც ერთ მათგანთან, განსაკუთრებით ორ სტუდენტთან, რომელიც არის გადმოყვანილი სხვა კლინიკიდან, არ დაფიქსირებულა არანაირი კლინიკური გამოვლინება კოვიდინფექციის“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  გუშინ მიღებულ ახალ ინფიცირებულებს ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ერთთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და ის სიმპტომურად მკურნალობს.