ლევან რატიანი - ტესტირების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა გამოვლენა შემცირდა, რაც ყველას გვახარებს
ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ინფიცირებულთა გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება ყველა მათგანს, მათ შორის მე და კლინიკის მედპერსონალს გვახარებს“, – განაცხადა რატიანმა.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კოვიდინფიცირებული მედპერსონალიდან ერთი უკვე გაწერილია და დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
„რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენს კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა, რამდენიმე რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კი, „კოვიდინფექციის“ პროტოკოლის პერიოდი გავა, კვლევა განმეორდება და საბედნიეროდ, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.