ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე დღეს ყველა ტესტზე პასუხი უარყოფითია
სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათთან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი რჩება.
„რაც შეეხება ნაკადს, პაციენტები შემოჰყავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ხდება მათი დახარისხება და განყოფილებებში მოთავსება, ვისაც ეკუთვნის ჰოსპიტალიზაცია.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია ტესტები, რომელთა პასუხებიც გვეცოდინება რამოდენიმე საათში. ყველა მოსული ტექსტი დღეს კვლავ იყო უარყოფითი, რაც სასიხარულოა“, – აცხადებს ლევან რატიანი.