ლევან რატიანი - მთავარია, არ მოვექცეთ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, თუ დაგჭირდათ გვერდში დგომა, მკურნალობა, თქვენს გვერდით ვართ
ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით და მთავარია, საზოგადოება არ მოექცეს იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს.
„სამინისტროში დღევანდელი შეკრების შედეგად კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც ისე ცუდია. შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. ასევე, ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ამ პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. მინდა, ვუთხრა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მთავარია, არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, მკურნალობა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.