ლევან რატიანი - მკურნალობის მიუხედავად, ერთი პირის მდგომარეობა დამძიმდა, ამ ეტაპზე ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 11 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში ორი პაციენტი წევს, მათ შორის ერთი მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალია.
ორივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
შესაბამისად, რატიანი ამბობს, რომ კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 პაციენტი რჩება.
„რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეაანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტი სუნთქვის უკმარისობის გამო, მწვავე რესპირატორული უკმარისობის გამო გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.