ლევან რატიანი - მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშე
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანი ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობასა და ე.წ. კლასტერებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პაციენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
„ამ ეტაპზე, მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშეა. თქვენ კარგად იცით, რომ რაოდენობა, კლასტერი, წარმომავლობა, ეს არის კონფიდენციალური. მეც რომ გავხდე დაავადებული, მეც პაციენტთა სიაში ვითვლები. ისინი არიან პაციენტთა ჯგუფი, გითხარით უკვე, რომ სულ 68 პაციენტი გვყავს. შეგიძლიათ, მიმართოთ, ჩემზე ზემდგომ უწყებას და ნებისმიერ პასუხს ობიექტურად გაგცემენ“, – განაცხადა რატიანმა.