ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 22 კვირის ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპე სტაბილურია.
„იცით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბიულურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- აღნიშნა რატიანმა.
რატიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის სულ კლინიკაში 13 ინფიცირებული იმყოფება.
„აქედან ორი კლინიკური მედიცინის დეპარტამენტშია. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
მართალია, დღეს არის მეათე დღე, მაგრამ პაციენტების კლინიკურ-ლაბორატირული და პარაკლინიკური კვლევებიდან გამომდინარე, დღეს ანალიზებს განმეორებით ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში, რომ კოვიდის ინფიცირების შესახებ განმეორებით გავაკეთოთ გამოკვლევა. თუ არ დადასტურდება, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.