ლევან რატიანი, კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად, აჭარაში იმყოფება
დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკურ კონსულტანტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში იმყოფება ლევან რატიანი კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად.
რეგიონში კონსულტანტთა ჯგუფის მუშაობის მიზანს „კოვიდ“-კლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.