ლევან რატიანი - ჩვენს კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
ლევან რატიანი - ჩვენს კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, საჭიროა უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც დაავადების გადადების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

„გუშინ გავიდა 14 დღე. ჩვენი კლინიკა 14 დღის შემდეგ მედპერსონალმა დატოვა. მათ ყველას ჩაუტარდათ კოვიდზე გამოკვლევა და ყველა პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თუ დავიცავთ ჯანმოს მიერ მოწოდებულ ყველა პროტოკოლს, მინიმუმამდე დავიყვანთ ყველა იმ ნიშანს, რომ არ გადაგვედოს ექიმებს ინფექცია. ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირების მაგალითი ექიმსა და პაციენტს შორის, ჩატარებული კვლევით არ ფიქსირდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.