ლევან რატიანი - ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი გაეწერება.
როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„ამჟამად კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს. აქედან 68 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს, რამდენიმე წუთში, კლინიკიდან გაეწერება გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ასევე, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი კლინიკას დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.