ლევან რატიანი - აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს, ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის
ლევან რატიანი - აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს, ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის

თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა პაციენტი განიკურნება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ლევან რატიანმა.