ლევან რატიანი  - 81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ინფიცირების წყარო არ იცოდა
ლევან რატიანი  - 81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ინფიცირების წყარო არ იცოდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი 81 წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისი თქმით, შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ცხელების ეპიზოდები აღენიშნებოდა.

რატიანის განმარტებით, ახალგაზრდა ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდება.

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყარო“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.