ლევან ქარუმიძე - იან კელის კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები, ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო
ლევან ქარუმიძე - იან კელის კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები, ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო

აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ქარუმიძე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკრაინის მოსახლეობა და მისი წარმომადგენლები გადაწყვეტენ, როდის და როგორ გადაწყვიტონ რუსეთის დანაშაულებრივი ომი მათი სამშობლოს წინააღმდეგ. არა თქვენ ან თქვენი „ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი“ აზერბაიჯანი“, – წერს იან კელი.

ლევან ქარუმიძის თქმით, „ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, სულ მცირე უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო“.

„აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში. ადამიანს თუ არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, სულ მცირე უნდა ეცადო, ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. ჩვენ თუ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა დავამკვიდროთ!“, – წერს ლევან ქარუმიძე.