ლევან კობერიძე - იმედია, მივალთ დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა, რომელთაც ხმა მისცეს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თანამდებობა დატოვონ
ლევან კობერიძე - იმედია, მივალთ დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა, რომელთაც ხმა მისცეს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თანამდებობა დატოვონ

იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ბევრ შინაარსობრივ საკითხზე იქნება მსჯელობა.

„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.