ლევან კობერიძე - ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, „ქართული ოცნებაა“
ლევან კობერიძე - ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, „ქართული ოცნებაა“

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, „ქართული ოცნებაა“.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, ეს ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობენ.

„ორპოლუსიანობა არის გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და არჩევნების. „ლელო“ არის პარტია, რომელიც შეძლებს, ამ ორპოლუსიანობის გარღვევას არჩევნებზე“, – განაცხადა კობერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.