„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორივე გაერთიანებამ ერთხმად მიიღო.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე“, – აღნიშნა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი