ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია. შესაბამისად, დღეს ნიკას თავისუფლებისთვის იმართება აქცია.
მნიშვნელოვანია, რომ სალომეს როდესაც უნდა, რომ წარმოადგინოს საქართველო და იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ მარტო ლაპარაკით არა, საქმითაც უნდა დაამტკიცოს ეს და ეს ინსტრუმენტი არის მის ხელში, შესაბამისად, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.