ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ ომში მყოფი, მშვიდობისთვის მეომარი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის უზრუნველყოფას
ცხადია, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ ომში მყოფი, მშვიდობისთვის მეომარი ითხოვს უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზურუნველყოფას, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს. გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს უმარტივესი არჩევანი, შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება ან დასთანხმდეს მამაც მთავარსარდალ ზელენსკის“.
„ომში მყოფმა მთავარსარდალმა ზელენსკიმ, რომელიც იბრძვის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ის გადაყვანილი იქნას უცხო ქვეყანაში. ჩემი აზრით, როდესაც მეგობარი ქვეყანა ამ მდგომარეობაში იმყოფება, ცხადია, სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო, რომ ომში მყოფი, მშვიდობისთვის მეომარი ითხოვს საკუთარი ქვეყნის მოქალაქის, უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას. უმარტივესი არჩევანი აქვს „ქართულ ოცნებას“, ან შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებს, ან დასთანხმდეს მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ, მამაც მთავარსარდალ ზელენსკის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.