„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებით, რადგან კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარან. გავიღიმებით, რადგან საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა პარლამენტში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი, პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“.