ალექსანდრე დარახველიძე - ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება, ფაქტზე შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საგამოძიებო მოქმედებებს
ალექსანდრე დარახველიძე - ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება, ფაქტზე შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საგამოძიებო მოქმედებებს

ლევან ხაბეიშვილი, პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საგამოძიებო მოქმედებებს.

„საზოგადოებამ კარგად ნახა და სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მუდმივად ჩადიოდნენ ძალადობას. კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის, პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“, – განაცხადა დარახველიძემ.