ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა
ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ აჯობებს საკუთარ თავს, საკუთარ პირად ამბიციებს, პირად წყენებს გადადებს და მზად იქნება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლოს, ცხადია, ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, პოლიტიკური ჯგუფისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კარი იქნება ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, როგორ და რა გზით გააგრძელებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ მომავალში, რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.
„ამის უფლება აქვთ, მაგრამ რომ გითხრათ, დღე და ღამე ენერგიას ვხარჯავ ამაზე ფიქრით, მოგატყუებთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.