ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად, ვფიქრობთ, უკრაინას შეუძლია, კონკრეტული ადამიანები მისცეს პასუხისგებაში
ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად, ვფიქრობთ, უკრაინას შეუძლია, კონკრეტული ადამიანები მისცეს პასუხისგებაში

მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იდევნება პოლიტიკურად, შესაბამისად, ის კონკრეტული ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობაში და ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ნანახი გვაქვს, მათ შორის კადრები, რომლებიც გავრცელდა, საკმარისია, რომ გამოძიება დაიწყოს კონკრეტულ ადამიანებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, უკრაინამ უნდა დაიწყოს საქმის გამოძიება.

„ვფიქრობთ, უკრაინას შეუძლია, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი წარმოება ამ მიმართულებით და კონკრეტული ადამიანები მისცეს პასუხისგებაში, მით უმეტეს, იმ დროს, როცა რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი დასკვნა, სადაც წერია პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მჩაგვრელი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. ეს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები აპირებენ, გაგზავნონ უკრაინაში, ემსახურება იმას, რომ კონკრეტული დამნაშავეები, ვინც ჩაიდინა დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, იქნენ მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, რადგან იცით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არა თუ უკრაინის მოქალაქე, არამედ თანამდებობის პირია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.