ლევან ხაბეიშვილი - გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, მერი ვალდებულია, შეასრულოს ყველა დავალება, რაც დღეს მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, მერი ვალდებულია, შეასრულოს ყველა დავალება, რაც დღეს მიიღო

დღეს გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ. მოვითხოვეთ სამუშაოების სწრაფად დაწყება და ზიანის დროული ანაზღაურება მოსახლეობისთვის, ხალხისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, „მერი ვალდებულია, შეასრულოს ყველა დავალება, რაც დღეს მიიღო“.

„ცხადია, პირადად გავაგრძელებ მონიტორინგს – ეს საკითხი პირად კონტროლზე მაქვს და, შესაბამისად, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ჩავალ ადგილზე“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.