ლევან ხაბეიშვილი – გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, მერი ვალდებულია, შეასრულოს ყველა დავალება, რაც დღეს მიიღო

19:25, 19.06.2023

დღეს გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ. მოვითხოვეთ სამუშაოების სწრაფად დაწყება და ზიანის დროული ანაზღაურება მოსახლეობისთვის, ხალხისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, „მერი ვალდებულია, შეასრულოს ყველა დავალება, რაც დღეს მიიღო“.

„ცხადია, პირადად გავაგრძელებ მონიტორინგს – ეს საკითხი პირად კონტროლზე მაქვს და, შესაბამისად, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ჩავალ ადგილზე“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი