ლევან იზორია - წვრთნები, როგორც შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენი აქტიურობით იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ ჯეიმს მეტისთან შეხვედრაზე რეგიონში საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მომავალ წელს ორი ამბიციური სწავლების – ნატო-საქართველოს სწავლება და „მტკიცე სული“ (Agile Spirit) ჩატარება იგეგმება, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, წვრთნებზე წარმოდგენილი იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა.
„საერთაშორისო სწავლებები, როგორც განახლებული შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენი აქტიურობით იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.