ლევან იზორია - ევროპის საბჭოს ანგარიში არის გზავნილი რუსეთის წინააღმდეგ 
ლევან იზორია - ევროპის საბჭოს ანგარიში არის გზავნილი რუსეთის წინააღმდეგ 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს ანგარიში არის გზავნილი რუსეთის წინააღმდეგ.

„ევროპის საბჭოს ანგარიში ეს არის მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია იმ უკანონობის წინააღმდეგ რომელსაც ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია. ეს არის კონსოლიდირებული გზავნილი რუსეთის წინააღმდეგ და ესაა კონსოლიდირებული მზადყოფნა, რომ დადგება დრო, როდესაც მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.