ლევან იოსელიანი - მტკიცებულება ვისაც აქვს, წარმოადგინოს და გაყალბების დასამტკიცებლად მტკიცებულებებით ხელში ვიბრძოლებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაცვლად ამას ვერ და არ გავაკეთებ
ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს, კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს და მათთან ერთად, მტკიცებულებებით ხელში ვიბრძოლებ, რომ გაყალბება დავამტკიცო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მტკიცებულებების წარმოდგენაზე თუ უარს ამბობენ, მათ ნაცვლად ვერ იმოქმედებს.
„ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს, კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს და მათთან ერთად მტკიცებულებებით ხელში ვიბრძოლებ, რომ გაყალბება დავამტკიცო, მაგრამ თუ ასეთი რამის წარმოდგენაზე უარს ამბობენ, მათ ნაცვლად ამას ვერ და არ გავაკეთებ.
„ევროპულ საქართველოზე“ საუბარი საერთოდ არ მინდა. „ევროპულ საქართველოზე“ უკვე ბევრი ვისაუბრეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესში მათი როლის მიმართ. აქედან გამომდინარე, კინკლაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.