ლევან იოსელიანი - გიორგი ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში, ამიტომ, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, დროზე დატოვონ პარლამენტი
გიორგი ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში, ამიტომ, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, დროზე დატოვონ პარლამენტი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ვაშაძის განცხადებას მიესალმება.
„ბატონი ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში. შესაბამისად, ის თუ შინაგანადაც და ყველანაირადაც, როგორც მან თქვა, დატოვებს პარლამენტს, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ვინც არ დადის პარლამენტში და არ მუშაობს, არც უნდა იღებდეს იმ ხელფასს და პრივილეგიას, რაც პარლამენტის წევრს აქვს. ამიტომ, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, რომ დროზე დატოვონ პარლამენტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.