ლევან იოსელიანი - რთულია, სიტყვებით აღწერო, რაც ბუჩაში ტრიალებს, ამის გულისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უმკაცრესად
ლევან იოსელიანი - რთულია, სიტყვებით აღწერო, რაც ბუჩაში ტრიალებს, ამის გულისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უმკაცრესად

რთულია, სიტყვებით აღწერო, რაც ბუჩაში ტრიალებს, ამის გულისთვის რუსეთმა უნდა აგოს პასუხი და უნდა აგოს ყველაზე მკაცრად, როგორც შეიძლება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ბუჩაში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„სიტყვებით რთულია აღწერო, რაც აქ ტრიალებს; უდანაშაულო ადამიანების გვამები, ბავშვების, ქალების, ყველასი, ვინც შეხვდათ, უბრალოდ მხეცურად არიან დახოცილი და ჩაყრილი სხვადასხვა სამარხებში. ამის გულისთვის რუსეთმა უნდა აგოს პასუხი და უნდა აგოს ყველაზე მკაცრად, როგორც შეიძლება. 21-ე საუკუნეში ამის გამკეთებელი, ეს სახელმწიფო არ არის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან, რის შემდეგაც ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდნენ.