ლევან იოსელიანი - რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, ამაზე აღარავინ საუბრობს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია. მისივე შეეფასებით, ღრმა პოლარიზაცია სწორედ რიგგარეშე აჩევნებზე საუბარმა გამოიწვია.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას, ლევან იოსელიანი აბობს, რომ საქართველოში რეფორმები სჭირდება არა შარლ მიშელს, არამედ ჩვენს ქვეყანას და რეფორმებს თუ ზურს აქცევენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გაანაწყენებენ.
„რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, ამაზე არავინ აღარ საუბრობს და სწორი არ იყო ამაზე საუბარი. ღრმა პოლარიზაცია სწორედ რიგგარეშე აჩევნებზე საუბარმა გამოიწვია და დააზიანა ის პატარა პარტიები, რომლებიც ჯიუტად საუბრობდნენ რიგგარეშე არჩევნებსა და რეფერენდუმზე. მათ სტრატეგია სწორად ვერ გათვალეს. როცა რეფერენდუმზე საუბრობ, ეს ყველას აზიანებს და პოლარიზაციას ქმნის. საქართველოში რეფორმები შარლ მიშელს არ სჭირდება, რეფორმები ამ ქვეყანას სჭირდება. თუ რეფორმებს ზურგს აქცევენ, შარლ მიშელს კი არ გაანაწყენებენ, არამედ ამ ქვეყნის უმრავლესობას, რომელიც ელოება სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმას, სადაც ზღვა პრობლემებია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევანი ოსელიანმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.