შარლ მიშელი – ახლა გადამწყვეტია, რომ საქართველოს ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.
როგორც შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს, ვინც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში.
ახლა გადამწყვეტია, რომ ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში“,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.
I commend all Georgians who made their voices heard in the first round of the local elections.
Essential that the country’s focus now return to in depth structural reforms, as set out in the 19 April Agreement, notably in the rule of law and judicial spheres.
— Charles Michel (@eucopresident) October 4, 2021