საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
იოსელიანის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის დაკავების საკითხს კენჭისყრაზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს – გია ვოლსკი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი, ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი.