ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

13:16, 04.02.2021

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

იოსელიანის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის დაკავების საკითხს კენჭისყრაზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს – გია ვოლსკი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი, ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი.

მსგავსი